გლობალური გვერდი

Red Bull Neymar Jr's Five-ს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Red Bull Neymar Jr's Five 2020 წლის ჩემპიონატზე!

Red Bull Neymar Jr's Five ჩემი სახელობის გლობალური ჩემპიონატია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აერთიანებს. ეს ჩემპიონატი სისწრაფეზე, ტექნიკაზე და გართობაზეა. ჩემპიონატში მონაწილეობენ ქვეყნები 6 კონტინენტიდან, მათ შორის, ჩემი სამშობლო ბრაზილია და საფრანგეთი, სადაც მე პარის სენტ ჟერმანში ვთამაშობ.

წესები? მარტივია.თამაში 10 დაძაბული წუთი გრძელდება. გუნდებს არ ჰყავთ მეკარე და როგორც კი კარში ბურთი გავა, გუნდი კარგავს მოთამაშეს. წელს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოთამაშეებს 16-დან 25 წლამდე, თითოეულ გუნდში მხოლოდ ორი 25 წელზე დიდი მოთამაშე დაიშვება.

წელს ჩემპიონატის არსებობის ხუთ წელს ვზეიმობთ. გარდა ამისა, უკვე მესამედ ჩატარდება ჩემპიონატი მხოლოდ ქალებს შორის! ჯამში, 75 ქვეყნიდან 400 000 მოთამაშემ გამოთქვა სურვილი გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი. გასულ წელს, ბიჭების გუნდმა უნგრეთიდან და გოგოების გუნდმა სლოვაკეთიდან შეძლეს ყველას დამარცხება და გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება.

 

Red Bull Neymar Jr's Five 2020 წლის ჩემპიონატი კვლავ დაუვიწყარი იქნება! არ აქვს მნიშვნელობა მერამდენედ მიიღებ მონაწილეობას ჩემპიონატში- პირველად, თუ მეორედ, დარწმუნებული ვარ, ჩემსავით მოუთმენლად ელი, რომ ბრაზილიაში, ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ითამაშო! მოემზადეთ, შევხვდებით ბრაზილიაში, მსოფლიო ფინალზე Instituto Projeto Neymar Jr -ზე!

მადლობა!
Neymar Jr

Logo injr black 300x122 Signature 292x300

2018 WORLD CHAMPIONS

Deportivo Mago

მსოფლიო ჩემპიონები

2018 mixed winners

Resenha 013

ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი

2018 female winners